უდინეზე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ბოლონიასთან თამაში საეჭვოა - როგორია გოგლიჩიძის მდგომარეობა

საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ, საბა გოგლიჩიძე „უდინეზეში“ დაბრუნდა, თუმცა გუნდთან ერთად ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო.

იტალიური Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ქართველ მცველს კლუბში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა და მისი ტრავმის სიმძიმეც გაირკვა. Corriere აღნიშნავს, რომ წინასწარი მონაცემებით, გოგლიჩიძის დაზიანება სერიოზული არ ჩანს, თუმცა სერია A-ს უახლოეს მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა „ბოლონიასთან“ უნდა ჩაატაროს, მონაწილეობის მიღება საეჭვოა.

საბა გოგლიჩიძემ ტრავმა 15 ნოემბერს, საქართველოსა და ესპანეთის მატჩში, პირველი ტაიმის მიწურულს მიიღო, რის გამოც ვილი სანიოლმა ის შესვენებაზე შეცვალა.

ქართველი ფეხბურთელის დაბრუნება მომდევნო კვირაშია მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძემ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „უდინეზეს“ მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა. „უდინეზესა“ და „ბოლონიას“ მატჩი 22 ნოემბერს, უდინეში გაიმართება, თუმცა როგორც გითხარით, ამ შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის თამაში საეჭვოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე | მამარდა მორიგი მარცხის შემდეგ
ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე | მამარდა მორიგი მარცხის შემდეგ