მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„იანს ყველა აკნინებს, მაგრამ გამარჯვება შეუძლია“ - ომალის მწვრთნელი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და გნაცხადა, რომ იანს მერაბის დამარცხება შეუძლია.

რას ამბობს უელჩი:

„რაც მათი რემატჩი ჩაინიშნა, ყველა პიოტრ იანს აკნინებს. მაგრამ როდესაც საქმე ასეთი მონსტს ეხება, ასე არ შეიძლება. ვფიქრობ, მას გამარჯვება შეუძლია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სურს მერაბს რემატჩის ნოკაუტით მოგება. თუ ის დარტყმებს ისე დაიწყებს, როგორც ამას კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ აკეთებდა, მაშინ უფრო ხშირად იქნება დაუცველი, მისი ყბა კი უფრო ხშირად გათავისუფლდება და პიოტრს ძლიერად დარტყმის შანსი ექნება. ასეთ სიტუაციაში, მერაბს კონტრდარტყმების გაკეთება გაუჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ მერაბის მომდევნო მეტოქე პიოტრ იანი იქნება, რომელსაც 7 დეკემბერს დაუპირისპირდება. „მანქანა“ რუს მებრძოლს მეორედ ხვდება და პირველი ორთაბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზეა და მისი შეჩერება რთული იქნება“ | ხაბიბმა უმარზე ისაუბრა
„ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზეა და მისი შეჩერება რთული იქნება“ | ხაბიბმა უმარზე ისაუბრა