ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს - როდის დაუბრუნება მიქაუტაძე მოედანს
საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ კლუბის ბოლო სავარჯიშო სესია გამოტოვა. ესპანური მედიის ინფორმაციით, „ვილიარეალმა“ გუშინ ორმაგი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც ქართველ ფეხბურთელს მონაწილეობა არ მიუღია.
მედიის ცნობით, მიქაუტაძე მარსელინომ მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ავარჯიშა, რაც ფიტნეს-ცენტრში დატვირთვას გულისხმობს. 25 წლის შემტევი სრულფასოვნად ვარჯიშს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისიდან შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ მუხლზე შექმნილი დისკომფორტის გამო გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის ბოლო მატჩი გამოტოვა, რომელშიც „ვილიარეალმა“ სტუმრად „ესპანიოლს“ 2:0 მოუგო. ოფიციალური ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს მუხლის მყესის დაჭიმულობა აქვს. დიდი ალბათობით, მიქაუტაძე მოედანს სანაკრებო პაუზის შემდეგ, 22 ნოემბერს „მალიორკას“ წინააღმდეგ დაუბრუნდება.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო ჟორჟი საქართველოს ნაკრებსაც ვერ დაეხმარება. ვილი სანიოლის გუნდი უახლოეს 1 კვირაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ დასკვნით შეხვედრას გამართავს - 15 ნოემბერს „დინამო არენაზე“ ესპანეთთან და 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთთან.