რაჰიმ სტერლინგი
Aa
Aa

სტერლინგის გაძარცვა სცადეს | რაჰიმმა დანა აიღო და დამნაშავეებს დაუპირისპირდა

„არსენალისა“ და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, რაჰიმ სტერლინგი მძარცველებს გაუმკლავდა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, სტერლინგის გაძარცვა მაშინ სცადეს, როდესაც რაჰიმი შინ იმყოფებოდა და ინგლისელმა მათ ამის უფლება არ მისცა.

The Times-ის ინფორმაციით, სტერლინგმა ხმა გაიგო, რომ მძარცველები მეორე სართულის ფანჯრის გატეხვასა და სახლში შეჭრას ცდილობდნენ. მან სამზარეულოს დანა აიღო და სანამ ადგილისკენ გაემართებოდა, მეგობარ გოგონასა და ბავშვებს უთხრა, სხვა ოთახში დამალულიყვნენ.

როდესაც სტერლინგი ადგილზე მივიდა, მძარცველები გაიქცნენ, რადგან ეგონათ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა. რაჰიმი მეგობარ გოგონასთან და სამ ბავშვთან ერთად ცხოვრობს. მან პოლიციაში განაცხადა და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, სტერლინგი ძარცვის მსხვერპლი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროსაც გახდა. კატარში მიმდინარე მუნდიალის დროს მას ნაკრების დატოვება და ოჯახთან დაბრუნება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეშიქთაში არ ნებდება | ზურიკოს ტრანსფერზე პირველი კონტაქტი შედგა
ბეშიქთაში არ ნებდება | ზურიკოს ტრანსფერზე პირველი კონტაქტი შედგა