რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკიმ შესაძლოა კარიერა დაასრულოს

რობერტ ლევანდოვსკი არ გამორიცხავს კარიერის დასრულებას იმ შემთხვევაში, თუ „ბარსელონა“ მას ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს.

37 წლის პოლონელისა და კატალონიელების შეთანხმება 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. რობერტის პრიორიტეტი „ბარსაში“ დარჩენაა. ის და მისი ოჯახი კომფორტულად გრძნობენ თავს ქალაქში და კლუბში იმდენად, რომ ფეხბურთელს დიდად არ იზიდავს ეგზოტიკურ ქვეყანაში, მაგალითად, საუდის არაბეთში წასვლის ვარიანტი, თუნდაც დიდი ფულის სანაცვლოდ. ფორვარდს სურს ბარსელონაში ცხოვრება და კლუბში თამაშის გაგრძელება.

თუმცა, „ბლაუგრანას“ ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება მოთამაშის მომავლის შესახებ. ერთის მხრივ, კლუბში აღნიშნავენ ლევანდოვსკის შედეგიან თამაშს, მეორეს მხრივ – ესმით, რომ მისი წასვლის შემთხვევაში გამოჩნდება თანხა უფრო ახალგაზრდა თავდამსხმელის ხელფასისთვის.

ლევანდოვსკი თავისთვის არ ითხოვს რაიმე განსაკუთრებულ როლს. ის მიიჩნევს, რომ შეუძლია წვლილი შეიტანოს „ბარსელონას“ თამაშში მინიმუმ მომდევნო სეზონში და მზადაა მიიღოს სათამაშო დროის შემცირება ან შეეგუოს სათადარიგო მოთამაშის სტატუსს სხვა ფორვარდის მოსვლის შემთხვევაში, თუმცა სურს გააგრძელოს თამაში უმაღლეს დონეზე.

ამასთან, Diario Sport-ის მონაცემებით, კარიერის დასრულება აღარ ითვლება რაღაც არარეალურად. თუ „ბარსელონა“ რობერტს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს, ხოლო სხვა შეთავაზებები არ დააკმაყოფილებს (არც პროფესიულ, არც პირად დონეზე), ლევანდოვსკი შესაძლოა ფეხბურთიდან წავიდეს.

კატალონიურ კლუბში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე არ იჩქარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები