ეჭვი გამართლდა - მაჰრეზის facebook-ის გვერდი ჰაკერებმა გატეხეს
Aa
Aa

ეჭვი გამართლდა - მაჰრეზის facebook-ის გვერდი ჰაკერებმა გატეხეს

რამდენიმე საათის წინ, რიად მაჰრეზის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე ფეხბურთელის პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ის კარიერის დასრულების შესახებ წერდა.

9 საათის განმავლობაში ხსენებულ პოსტს არცერთი ოფიციალური წყარო არ გამოეხმაურა, რაც ნამდვილად უცნაური იყო.

როგორც ჩვენ ვივარაუდეთ ხსენებული ინფორმაცია ჰაკერების ნამოქმედარი აღმოჩნდა.

ეჭვს ის ფაქტიც ამყარებდა, რომ "ლესტერის" ოფიციალურმა twitter-ის გვერდმა, მაჰრეზის ზემოხსენებული პოსტის დადებამდე რამდენიმე საატით ადრე, ფეხბურთელის ბოლოს გატანილი გოლი გამოაქვეყნა.

მაჰრეზმა პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში "ბორნმუთის" წინააღმდეგ 90-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და "მელიებს" ქულა ააღებინა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, მაჰრეზის facebook-ის ექაუნთი ჰაკერებმა გატეხეს და პოსტიც სწორედ მათ დაწერეს.

ბრიტანული გამოცემის თქმით, პირველ რიგში ეჭვი პოსტის დრომ გამოიწვია. როცა იგი გამოქვეყნდა, ბრიტანეთის დროით უკვე შუა ღამე იყო და მაჰრეზსაც ეძინა.

სწორედ ამის გამო, sky sports-ი დუმდა და სანამ რაიმე ხელჩასაჭიდი არ გამოჩნდა, მანამდე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ამრიგად, ყველაფერი რიგზეა და რიად მაჰრეზი თავის საფეხბურთო კარიერას აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები