ჩაბი ალონსო, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“კარგად ვიცით როგორ სიტუაციაში ვართ“ - ალონსო რაიოსთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი მისთვის უხერხულ მეტოქეს რაიო ვალეკანოს ესტუმრება. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალონსო:

„რაიო ძალიან კარგი გუნდია. მათ დიდებული მწვრთნელი და საინტერესო სათამაშო სტილი აქვთ. მათთან სტუმრად თამაში ყველა გუნდისთვის რთულია. ვაპირებთ, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. შესაძლოა როდრიგომ ხვალ ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.

ჩვენ ახლა პროგრესს განვიცდით. კარგად ვიცით როგორ სიტუაციაში ვართ ლა ლიგაში და ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ლივერპულთან თამაში გავაანალიზეთ და ახლა ვალეკანოს ჯერია.

არნოლდი მზად არის. ის ბოლო კვირებში აქტიურად ვარჯიშობს. ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ სანაკრებო პაუზაზე გამარჯვებულები გავიდეთ. აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა სტუმრად რაი ვალეკანოს ბოლოს 2022 წელს კარიმ ბენზემას გოლით მოუგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 9 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები