„ამ შემთხვევაში ფეხბურთი უფრო დინამიური გახდება“ - პელეგრინის ორიგინალური იდეა
ამჟამად ბევრი საუბარი მიდის იმის თაობაზე, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე თამაშგარე მდგომარეობის წესი უნდა შეიცვალოს, რაც ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების პოსტზე მომუშავე არსენ ვენგერის იდეაა. ამ ყველაფერს გულშემატკივართა და ექსპერტთა უმრავლესობა მიესალმება, თუმცა მანუელ პელეგრინიმ იმდენად კარგი წინადადება წამოაყენა, რომ შესაძლოა „ბეტისის“ ჩილელი დამრიგებლის ნოვაციამ უფრო დიდი მოწონება დაიმსახუროს.
მანუელ პელეგრინი
თამაშგარესთან დაკავშირებით ცალსახა აზრის დაფიქსირება რთულია და მე პირადად ვფიქრობ, რომ ოფსაიდის ამჟამინდელი წესი სრულიად მართებულია, რადგან VAR-ის დახმარებით ამ მხრივ შეცდომის დაშვება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ვენგერის აზრი რომ დამტკიცდეს, მერე ვიდეორეფერი ახლა იმის შემოწმებას დაიწყებს, ფეხბურთელს მთელი სხეული სწორ პოზიციაში ჰქონდა თუ არა, რაც დამატებით პრობლემებს გამოიწვევს.
ჩემი აზრით არსებობს სხვა წესები, რომელთა შეცვლაც ფეხბურთის გასაუმჯობესებლად ცუდი არ იქნებოდა. მაგალითად აიკრძალოს ბურთის საკუთარ ნახევარზე დაბრუნება, თუ ფეხბურთელს მოედნის ცენტრი გადაკვეთილი აქვს - ასეთ შემთხვევაში ფეხბურთი უფრო დინამიური გახდება. იმისათვის, რომ სპორტის ეს სახეობა უფრო სანახაობრივი იყოს, ბურთმა მუდამ მეტოქის კართან ახლოს უნდა იტრიალოს“.
ცნობისათვის, პელეგრინის იდეის შესწავლა ექსპერტებმა უკვე დაიწყეს და სავარაუდოდ მას ფიფას უახლოეს კონგრესზე განიხილავენ.