„სანაკრებო მატჩების შემდეგ სრულად იქნება მზად“ - სლოტი ალისონზე
„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვას „წითლების“ ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
რა თქვა სლოტმა:
„სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ნოტინგემთან“ მატჩისთვის ალისონ ბეკერი სრულად იქნება მზად. რაც შეეხება ფრიმპონგს, ის ამ მატჩისთვის ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
ალექსანდერ ისაკი დღეს ივარჯიშებს გუნდთან ერთად. მან სამი კვირა გამოტოვა, ამიტომ ფორმის აღსადგენად გარკვეული დრო დასჭირდება. ვარჯიშებზე ის კარგად გამოიყურება, მაგრამ თამაში სულ სხვა ინტენსიურობას მოითხოვს“.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, სლოტმა თქვა, რომ ამ თამაშს მოუთმენლად ელოდება.
„. პრემიერლიგაში მუშაობის დაწყებამდეც ყოველთვის ველოდებოდი ამ მატჩს და აუცილებლად ვუყურებდი. ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი ხვდება, რომლებიც 10-დან 9 შემთხვევაში ყოველთვის გთავაზობენ იმას, რასაც ელოდები“.
ცნობისთვის, რომ „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ 9 ნოემბერს ესტუმრება და წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება. ბოლო 4 მატჩიდან „მერსისაიდელებმა“ „ქალაქელებს“ 2 მოუგეს, 2 კი ფრედ დაასრულეს.