ალვარესი: ბარსასა და პსჟ-ს ინტერესზე ვიცი, დანარჩენს სეზონის ბოლოს გადავხედავთ
ხულიან ალვარესი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, რომელიც არა მხოლოდ საჯარიმოშია სახიფათო, არამედ მთელს მოედანზე. არგენტინელს ეს გრანდების სამიზნედ აქცევს და მასზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული.
ჯერჯერობით, ყველაზე მეტად „ბარსელონა“ და პსჟ აქტიურობენ. ამის შესახებ თავად ალვარესმა საჯაროდ პირველად ისაუბრა.
„როდესაც გასულ წელს ატლეტიკოში გადავედი, ბევრი საუბარი იყო პსჟ-ზე. მართალია, იყო დისკუსიები პარიზელთა ხელმძღვანელობასა და ჩემს აგენტს შორის, მათ გამოხატეს ინტერესი ჩემი გადაბირების მიმართ, მაგრამ ეს არ მოხდა.
გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი ახლა რა ხდება ბარსელონასა და პსჟ-ს მხრიდან ჩემს ინტერესზე. დიახ ვხედავ, რას ამბობენ ადამიანები სოციალურ მედიაში.
ესპანეთში ბევრს საუბრობენ ჩემსა და ბარსელონაზე. მე ატლეტიკოზე ვარ ორიენტირებული და დანარჩენს სეზონის ბოლოს გადავხედავთ“,
– უთხრა ალვარესმა L'Equipe-ს.
25 წლის არგენტინელ ფორვარდს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე აქვს გაფორმებული. ტრანსფერმარკტი მას 100 მილიონ ევროდ აფასებს.
ალვარესმა მიმდინარე სეზონი რბწყინვალედ დაიწყო. ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 14 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.