გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ასეთ ვითარებებს გაუმკლავდება| ლივერპულის ყოფილმა მეკარემ მამარდაზე ისაუბრა

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის'' ყოფილამ მეკარემ, დევიდ ჯეიმსმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელიც ალისონის ტრავმის შემდეგ „მერსისაიდელთა'' კარს რეგულარულად იცავს.

დევიდ ჯეიმსი: „ლივერპული'' კარგ ფორმაში არაა. ის ახლა ისეთ გუნდში მოხვდა, რომ ეს ძალიან სწრაფად სწავლების პროცესი იქნება. უახლოეს კვირებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი ელით.

მასში £29 მლნ გადაიხადეს და ის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე არაა, მაგრამ თუ ასეთი თანხა დაიხარჯა და ერთი სეზონით გაანათხოვრეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სჯერათ, რომ ასეთ ვითარებებს გაუმკლავდება. დარწმუნებული ვარ, კარგად გამოუვა''.

შედარებისთვის 2017 წელს „ლივერპულმა'' ალისონ ბეკერის სანაცვლოდ „რომას'' £67 მილიონი გადაუხადა.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგის ორ, პრემიერ ლიგის ორ და ინგლისის ლიგის თასის ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კარი მშრალად მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეინახა, როცა „გალათასარაისთან’’ მატჩში ტრავმირებული ალისონ ბეკერი შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები