ისტორიაში პირველად - 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მაროკოს ნაკრებმა მოიგო
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მაროკოს ნაკრებმა მოიგო

ჩილეში მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდე ფეხბურთელთა შორის მაროკოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ფინალში აფრიკულმა ნაკრებმა არგენტინა 2:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-12 წუთზე პორტუგალიური „ფამალიკაოს“ ფეხბურთელმა, იასირ ზაბირიმ გახსნა, ხოლო მან 29-ე წუთზე დუბლი შეასრულა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მაროკოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი. აქამდე ამ გუნდის საუკეთესო შედეგი 2005 წელს მოპოვებული მესამე ადგილი გახლდათ. რაც შეეხება არგენტინას, ეს ქვეყანა ტურნირის რეკორდსმენია, სამხრეთამერიკულ ნაკრებს ტიტულის მოგება მეშვიდედ შეეძლო.

ჩილეში დასრულებულ შეჯიბრებაზე მესამე ადგილი კოლუმბიამ დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში საფრანგეთი 1:0 დაამარცხა.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მაროკოელი ოტმან მაამა გახდა. ის ისეთ მოთამაშეებს შეუერთდა, როგორებიც ლიონელ მესი, დიეგო მარადონა, სერხიო აგუერო და პოლ პოგბა არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები