17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
Aa
Aa

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველი რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს 24-30 ოქტომბერს ყაზახეთი უმასპინძლებს. მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში, ტატა მატვეევას ხელმძღვანელობით ემზადება.

17-წლამდე გოგონათა ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია და ყაზახეთი იქნებიან. A ლიგაში B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.

ტატა მატვეევას და ელენე ბოლქვაძის კომენტარები:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: ელენე ბონდარევა (ნორჩები), ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი)

დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი), ნინო დანელია (კოლხეთი, ხობი), ანი გოდერიძე (მართვე)

ნახევარდაცვა: მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ანი დავითულიანი (სამეგრელო), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), მარიამ ჯოჯუა (ელიტა)

თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა), ბარბარე ბერუაშვილი (თეთრიწყარო), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)

მატჩების განრიგი

24 ოქტომბერი | საქართველო - ყაზახეთი | 14:00
27 ოქტომბერი | საქართველო - ლატვია | 11:00
30 ოქტომბერი | ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო | 14:00

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს