დრენტემ სახლი იქირავა და ღამის კლუბად აქცია | რაიან ბაბელის ისტორია
Aa
Aa

დრენტემ სახლი იქირავა და ღამის კლუბად აქცია | რაიან ბაბელის ისტორია

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რაიან ბაბელმა საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც მის თანამემამულეს, როისტონ დრენტეს უკავშირდება. ბაბელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარ სახლთან დაკავშირებული ისტორია გაგვიზიარა.

„18 წლის შემდეგ, როგორც იქნა, ბანკის პრობლემები მოვაგვარე და ჩემს პირველ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გიჟური ისტორიები წარსულში დავტოვე. ახლა დროა, ეს სახლი ახალმა იღბლიანმა მფლობელმა ჩაიბაროს.

ამ სახლთან უამრავი მოგონება მაკავშირებს. ეს სახლი პირველი იყო, სადაც დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე და კარგად მახსოვს, როგორც ბედნიერი მომენტები, ისე ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები. როდესაც ლივერპულიდან წავედი, ეს სახლი რამდენიმე ადამიანს მივაქირავე. ერთ-ერთი როისტონ დრენტე იყო. ევერტონში ყოფნისას, მან როგორღაც მოახერხა, ქირის გადახდა დავიწყებოდა და ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემივე სახლში ღამის კლუბი გაეხსნა.“

შეგახსენებთ, რომ ბაბელი და დრენტე ნიდერლანდელი ფეხბურთელები არიან და ნაკრებში უთამაშიათ. 2011-12 წლებში დრენტე „რეალიდან“ „ევერტონში“ იყო განათხოვრებული და ბაბელის სახლი სწორედ ამ პერიოდში გადააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული თამაში იქნება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„რთული თამაში იქნება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია