პიკფორდმა ევრტონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ჯორდან პიკფორდმა „ევერტონთან“ ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რითაც კლუბში თავისი ხანგრძლივი თამაში 2029 წლის ივნისის ბოლომდე გაახანგრძლივა.
31 წლის მეკარე კლუბისა და ინგლისის ნაკრებისთვის საკვანძო ფიგურაა. „კანფეტების“ რიგებში, მან 326 მატჩი ჩაატარა.
პიკფორდმა განაცხადა, რომ მისი მიზანია დაეხმაროს კლუბს ევროპულ შეჯიბრებებში დაბრუნებაში.
„მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა. უბედნიერესი ვარ და ეს მაძლევს შესაძლებლობას, აქ მემკვიდრეობა შევქმნა, წინ წავიწიო და კლუბი მივიყვანო იქ, სადაც გვსურს რომ იყოს. „ევერტონი“ ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული კლუბია. სანდერლენდიდან ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვედი და აქ კაცად ჩამოვყალიბდი, ეს განსაკუთრებული დრო იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ვფიქრობ, ყველამ დაინახა ცვლილებები და როგორ განვვითარდი დროთა განმავლობაში“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ჯორდანი „ევერტონის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.