ენდრიკი
Aa
Aa

მარსელი და რამდენიმე ევროპული კლუბი ენდრიკის შესახებ შეთავაზებას ამზადებენ - ESPN

ენდრიკი შესაძლოა ზამთარში „რეალის“ დატოვებაზე დაფიქრდეს.

გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის „მარსელი“, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ, ფორვარდის მიმართ ინტერესს იჩენენ.

მოსალოდნელია, რომ სამეფო გუნდი 19 წლის ფეხბურთელზე შეთავაზებებს იანვარში მიიღებს.

თუმცა, ენდრიკი და მისი გარემოცვა მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თემის ამ მომენტში განხილვა არ ღირს, რადგან გადაწყვეტილება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

„რეალის“ მომავალი მატჩები განსაზღვრავს ნაბიჯებს მის მომავალთან დაკავშირებით. თავად ფეხბურთელი ესპანურ კლუბში თავისი მდგომარეობის შეცვლას ელოდება.

ბრაზილიელმა მაისში ბარძაყის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა. ზაფხულში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის წინ ტრავმა გაუარესდა და მან ტურნირზე ვერ ითამაშა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას დაახლოებით ხუთი თვის გამოტოვება მოუწევდა.

შეგახსენებთ, რომ ენდრიკი „რეალის“ ღირსებას 2024 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები | 48-დან 28 ქვეყანა უკვე ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები | 48-დან 28 ქვეყანა უკვე ცნობილია