მატვეი საფონოვი
Aa
Aa

საფონოვი მზადაა, პსჟ დატოვოს - Goal.com

სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის ფონზე, პსჟ-ს რუსი მეკარე, მატვეი საფონოვი მზადაა, ფრანგული კლუბი დატოვოსონლაინ გამოცემა Goal.com-ი იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, საფონოვი იმედგაცრუებულია გუნდში არსებული მდგომარეობით.

მატვეი პარიზელთა რიგებში 2024 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში რუსმა მეკარემ 17 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა. ამ სეზონში მატვეის საკლუბო დონეზე ჯერ არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ საფონოვი პსჟ-ში 2024 წელს, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „კრასნოდარიდან“ გადავიდა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული თამაში იქნება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„რთული თამაში იქნება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია