სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

კალათბურთელები, რომლებსაც გარღვევის მომხდენი სეზონი ექნებათ | მამუ ერთ-ერთია

ცნობილმა ამერიკულმა პორტალმა, SB Nation-მა NBA-ის მოახლოებულ რეგულარულ სეზონთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. მასში დაასახელეს 12 კალათბურთელი, რომლებსაც გარღვევის მომხდენი სეზონი ექნებათ და სანდრო მამუკელაშვილი ერთ-ერთი მათგანია.

„მამუს“ ახალი გუნდი ჰყავს და „ტორონტო რეპტორსის“ ღირსებას იცავს. მის გარდა, SB Nation-ის რეიტინგში ალპერენ შენგუნი, ოსარ ტომპსონი, მატას ბუზელისი, ტერენს შენონ ჯუნიორი, ქემ უითმორი, კეისონ უოლასი, მუსა დიაბატე, კელილ უეარი, ეიჯეი გრინი, ჯარედ ბატლერი და ჯეიკ ლარავია მოხვდნენ.

მამუკელაშვილის „ტორონტო“ რეგულარული სეზონისთვის ემზადება და ორი შეხვედრა გამართა. „რეპტორსი“ „დენვერ ნაგეთსთან“ 108:112 დამარცხდა, „საკრამენტო კინგსს“ კი 130:122 მოუგო. „დენვერთან“ სანდროს 15 ქულა ჰქონდა, „საკრამენტოსთან“ – 5.

ცნობისთვის, „ტორონტო“ რეგულარულ სეზონს 23 ოქტომბერს იწყებს. „რეპტორსი“ პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს და „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდება. ორი დღის შემდეგ, კანადელთა მეტოქე „მილუოკი ბაქსი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჟორჟი-კვარას დუეტის შეჩერება ყველას გაუჭირდება“ - სანიოლის ასისტენტი ესპანეთთან მატჩამდე
„ჟორჟი-კვარას დუეტის შეჩერება ყველას გაუჭირდება“ - სანიოლის ასისტენტი ესპანეთთან მატჩამდე