ისტორიული შედეგი | ინტერ მაიამი მლს-ის ჩემპიონია
მლს-ის პლეიოფის ფინალში „ინტერ მაიამიმ“ „ვანკუვერ უაითქეფსს“ მოუგო (3:1) და ისტორიაში პირველად ჩემპიონობა იზეიმა.
ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, როცა საკუთარ კარში ბურთი „ვანკუვერის“ მცველმა, ედიერ ოკამპომ ჩაჭრა. მე-60 წუთზე კანადელთა ნახევარმცველმა, ალი აჰმედმა წონასწორობა აღადგინა. 71-ე წუთზე ლეო მესის პასის შემდეგ როდრიგო დე პოლმა ფლორიდელები დააწინაურა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ტადეო ალიენდემ "ვანკუვერს" მესამე გოლი გაუტანა.
აქვე გეტყვით, რომ ამ მატჩის შემდეგ კარიერა დაასრულეს „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა, ჟორდი ალბამ და სერხიო ბუსკეტსმა. ორივე მათგანი „ინტერ მაიამის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავდა.