მერაბ დვალიშვილი, დეივისონ ფიგერედო
Aa
Aa

ფიგერედო: დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის GOAT-ია

დეივისონ ფიგერედო მიიჩნევს, რომ მერაბ დვალიშვილი იმსახურებს სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის წოდებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „მანქანა“ დაუმარცხებელია.

UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის თქმით, მერაბი თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს.

„ვხედავთ, რომ ის თითქმის უთანაბრდება საუკეთესოებს ორგანიზაციაში ტიტულის დაცვის რაოდენობით. დიახ, ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნებოდა მასთან ჩხუბი. მერაბ დვალიშვილის დამარცხების გასაღებია, არ იყო მშიშარა. უნდა იყო საკუთარი თავი და უკან დაახევინო. უნდა აგრძნობინო და გააგებინო, რომ მეორე მხარესაც არის ვინმე, ვისაც შეუძლია მას ატკინოს“, - თქვა ფიგერედომ.

ცნობისთვის, 37 წლის დეივისონ ფიგერედოს ანგარიშზე MMA-ში 24 მოგება და 5 მარცხია. მომდევნო ბრძოლას ის რამდენიმე დღეში, UFC Rio-ზე ამერიკელი მონტელ ჯექსონის წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება დვალიშვილს, მიმდინარე წელს მან ჩემპიონის ტიტული სამჯერ დაიცვა (უმარ ნურმაგომედოვი, შონ ომალი, კორი სენდჰეგენი).

„მანქანას“ სურს, დეკემბერში კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს და დიდი ალბათობით მისი მეტოქე რუსი ექსჩემპიონი პიოტრ იანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველ ბრძოლაში 50 პროცენტით ვიყავი მზად“ | იანს მერაბთან რევანშის აღება უნდა
„პირველ ბრძოლაში 50 პროცენტით ვიყავი მზად“ | იანს მერაბთან რევანშის აღება უნდა