არმან ცარუკიანი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

„მდიდარი, განებივრებული ბავშვია“ - ჰუკერმა მეტოქეზე ისაუბრა

რაც უფრო ახლოვდება კატარში გასამართი UFC-ის ღონისძიების მთავარი ორთაბრძოლა, დუღილის ტემპერატურა მით უფრო მატულობს. არმან ცარუკიანმა უკვე ბრძოლის ჩანიშვნისთანავე განაცხადა, რომ დენ ჰუკერის დამარცხება მისთვის დიდი პრობლემა არ იქნება, რაც ამ უკანასკნელს სასაცილოდ არ ჰყოფნის და სომეხი მეტოქის წინააღმდეგ საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს:

„რა გსურთ ჩემგან? რისი მოსმენა? ვინც ფიქრობს, რომ არმან ცარუკიანის ოდნავ მაინც მეშინია, ის ნამდვილი ავადმყოფია. მისგან განსხვავებით, პრობლემების მოსაგვარებლად ძმების დახმარება არ მჭირდება და თუ ვინმე რაიმე ბარიერებს შემიქმნის, მას სახლში ვესტუმრები და ამით ყველაფერი დასრულდება. არმანი მდიდარი, განებივრებული ბავშვია, რომელიც ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობს, მე კი ჩემი ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფისთვის ვიბრძვი“.

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს გასამართ ქარდზე ალექსანდრე თოფურიაც იბრძოლებს და ბუნებრივია, ილია მის გვერდით იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ჯერჯერობით ოქტაგონს გარეთ, „ელ მატადორი“ და ცარუკიანი ერთმანეთს შეხვდებიან და გარკვეული სახის დაძაბულობაც მოსალოდნელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზად ვარ, დგომში ვეჩხუბო“ - მაგომედ ზაინუკოვი ილია თოფურიაზე
„მზად ვარ, დგომში ვეჩხუბო“ - მაგომედ ზაინუკოვი ილია თოფურიაზე