47 წლის პაკიაო 2026 წელს კიდევ ერთხელ იბრძოლებს
როგორც მოგეხსენებათ, 4-წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წელს ლეგენდარული მენი პაკიაო რინგზე პირველად ავიდა. პაკიაო WBC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ქამრისთვის მარიო ბარიოსს დაუპირისპირდა. აღნიშნული ბრძოლა ფრედ დასრულდა.
როგორც ჩანს, პაკიაოს ბრძოლა ისევ სურს. თავად მებრძოლმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
პაკიაო:
„ჩემს გულშემატკივრებს მივესალმები. გაცნობებთ, რომ რინგზე 2026 წლის 24 იანვარს დავბრუნდები. ყურადღებით იყავით. მომდევნო დღეებში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით და მეტოქის ვინაობასაც დაგისახელებთ.“
MANNY PACQUIAO IS NOT DONE FIGHTING ????
— The Philippine Star (@PhilippineStar) October 8, 2025
In a video credited to Indistry Media, Pacquiao (62-8-3, with 39 knockouts), who is turning 47 this December 2025, announced the exact date of his ring return.
“Hello to all my boxing fans. I’m excited to let you know that I will be… pic.twitter.com/yAPS6I8xWv
ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება შესაძლო მოწინააღმდეგის კანდიდატის შესახებ. ძირითადად 2 ვარიანტი განიხილება - რემატჩი ბარიოსთან ან ბრძოლა როლი რომეროსთან.
რომეროსთან ბრძოლა WBA-ს ქვესაშუალო წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამრისთვის იქნება და პაკიაო გამარჯვების შემთხვევაში პირად რეკორდს გააუმჯობესებს. ის ქვემსუბუქი წონის ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი იქნება.