ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი 24-29 აპრილს ჩატარდება
Aa
Aa

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი 24-29 აპრილს ჩატარდება

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მესამედ უმასპინძლებს.

წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში მონაწილეობას 8 კლუბი მიიღებს.

გასული წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ჰოლანდიური „ალკმაარი“ და კიევის „დინამო“ დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი უკრაინელებს დარჩათ.

მოახლოებულ ტურნირზე დინამო თბილისისა და შარშანდელი გამარჯვებულის გარდა, სფფ- ს აკადემია, ესპანური „ესპანიოლი“, იტალიური „ჯენოა“, ვიტესი (ჰოლანდია), მოსკოვის „სპარტაკი“ და მინსკის „დინამო“ იასპარეზებენ.

მატჩები 24-დან 29 აპრილის ჩათვლით დინამოს აკადემიისა და ბაზის მოედნებზე გაიმართება, ხოლო ფინალურ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები