ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

ბარკოლა უკან გააბრუნეს - სამფეროვნების მორიგი დანაკლისი

ტრავმის გამო ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს პსჟ-ის კიდევ ერთი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. უსმან დემბელე და დეზირე დუე დიდიე დეშამს თავიდანვე არ ჰყავდა გამოძახებული, „სენ-ჟერმენის“ მესამე შემტევს ბრედლი ბარკოლას კი ტრავმა ბაზაზე გამოცხადებისას აღმოაჩნდა და დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელისთვის კლუბში დაბრუნებისა და დასვენების საშუალება მიეცათ.

23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება „ატალანტასთან“ უეფას სუპერთასის მატჩში მიიღო, რომლისგან ბოლომდე გამოჯანმრთელება ამ დრომდე ვერ მოახერხა. პრინციპში მისთვის საამისოდ ხელი არც შეუწყვიათ, რადგან დემბელესა და დუეს ტრავმიანობის პირობებში, ლუის ენრიკე პერიოდულად იძულებული ხდებოდა, ბრედლი ეთამაშებინა, რადგან წინა ხაზის მოთამაშეები მის განკარგულებაში ფიზიკურად აღარ არიან.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში საფრანგეთის ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ისლანდიელებთან და აზერბაიჯანელებთან გამართავს, რომლებსაც შესუსტებული შემადგენლობის პირობებშიც წესით იოლად უნდა გაუმკლავდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცით, რომ დანაკლისის მიუხედავად, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია - პსჟ-ს ფეხბურთელები
„ვიცით, რომ დანაკლისის მიუხედავად, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია - პსჟ-ს ფეხბურთელები