მერაბ დვალიშვილი, ხალილ რაუნთრი
Aa
Aa

„ვუყურებ და ვერ ვხვდები, ენერგია საიდან აქვს“ | რაუნთრი მერაბით აღფრთოვანებულია

UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლი, ხალილ რაუნთრი მერაბ დვალიშვილით აღფრთოვანებულია. რაუნთრი UFC 320-ზე ირჟი პროხაზკას წინააღმდეგ იჩხუბებს და ორთაბრძოლისთვის Syndicate MMA-ში მოემზადა, სადაც „მანქანა“ ვარჯიშობს.

„მერაბის მოსამზადებელი კემპისთვის თვალის დევნება ძალიან საინტერესო იყო. ის საერთოდ სხვა ცხოველია. ხანდახან ვუყურებ და ვერ ვხვდები, ამდენი ენერგია საიდან აქვს. არის მომენტები, როდესაც მას ვეუბნები: „მერაბ, გუშინ გიყურებდი და 6-რაუნდიანი სპარინგები გამართე. რანაირად ახერხებ, რომ მეორე დღესაც ისევ 6-რაუნდიან სპარინგს მართავ და ისევ ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია?“

დვალიშვილს უდიდესი ენერგია აქვს. სიმართლე გითხრათ, მის გვერდით ყოფნა შთამაგონებელია, რადგან მერაბისნაირი მებრძოლები ძალიან ცოტანი არიან.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დასაცავად ემზადება და კვირას დილით კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდება. „მანქანისა“ და „სენდმენის“ ჩხუბი UFC 320-ის თანამთავარი მოვლენაა, მთავარი მოვლენა მაგომედ ანკალაევისა და ალექს პერეირას დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა | მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის ფასები გაიზარდა
Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა | მიქაუტაძისა და ქოჩორაშვილის ფასები გაიზარდა