Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

შარლოტა - ჩიკაგო 118 - 103

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 6 შეხვედრა გაიმართა, ტური ჩრდილოეთ კაროლინაში გაიხსნა, სადაც „შარლოტამ“ აღმოსავლეთ კონფერენციის აუთსაიდერს - „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლა.

„ჰორნეტს“ ტრადიციულად კემბა ვოკერმა ულიდერა 31 ქულით, 24 ქულა მოაგროვა დუაით ჰოვარდმა. მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ბატუმმა, ფრანგმა მსუბუქმა ფორვარდმა 10 ქულასთან ერთად 12 გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ჩიკაგოელების რიგებში ზაკ ლავინი გამოირჩა 21 ქულით, ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში ბობი პორტისმა - 12 ქულა, 10 მოხსნა.

„შარლოტამ“ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და 28 მოგებასთან ერთად 33 მარცხი მოუგროვდა, ამ მაჩვენებლით „ჰორნეტსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება.

 

კლივლენდი - ბრუკლინი 129 – 123

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „კლივლენდ კავალიერსმა“, ლებრონმა და კომპანიამ საკუთარ მოედანზე აღმოსავლეთ კონფერენციის აუთსაიდერი - „ბრუკლინ ნეთსი“ დაამარცხეს 6 ქულიანი სხვაობით.

სამმაგი დუბლი მიითვალა ჯეიმსმა - 31 ქულა, 11 გადაცემა, 12 მოხსნა. 26 ქულა შესძინა გუნდს ჯორჯ ჰილმა, სათადარიგო სკამიდან კი 18 ქულა ჩაიწერა აქტივში კაილ კორვერმა.

„ბრუკლინს“ გამთამაშებლების დუეტმა ულიდერა, დეანჯელო რასელმა შეხვედრა 25 ქულითა და 6 გადაცემით დაასრულა, სათადარიგო სკამიდან შემოსულმა სპენსერ დინვიდიმ კი ორმაგ დუბლს მოუყარა თავი - 11 ქულა, 11 გადაცემა.

36 გამარჯვებითა და 24 მარცხით „კლივლენდი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

მილოუკი - ვაშინგტონი 104 – 107

ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო საკუთარ მოედანზე „მილოუკი ბაქსმა“. „ხარირმები“ ამჯერად ჯონ ვოლის გარაშე მყოფ „ვაშინგტონთან“ დამარცხდნენ.

„ჯადოქრებმა“ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და აღნიშნული პერიოდი 18 ქულიანი სხვაობით მოიგეს.

„ვაშინგტონის“ რიგებში ბრედლი ბილი გამოირჩა 21 ქულით, სათადარიგო სკამიდან 13 ქულა შესძინა გუნდს კელი უბრემ.

„მილოუკის“ ტრადიციულად იანის ანტეტეკუნპომ ულიდერა 23 ქულით, ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა ჯაბარი პარკერი, სათადარიგო სკამიდან „ხარირმების“ ფორვარდმა გუნდს 19 ქულა მოუტანა.

36 მოგებითა და 25 მარცხით „ვაშინგტონი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

მაიამი - ფილადელფია 102 – 101

საინტერესო მატჩი ვიხილეთ ფლორიდაში, სადაც ადგილობრივმა „ჰიტმა“ დუეინ უეიდის ბოლო წამებზე ჩაგდებული ორქულიანით დაამარცა „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“.

„ჰიტის“ ლეგენდარულმა უკანახაზელმა სათადარიგო სკამიდან გუნდს 27 ქულა შესძინა. მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ჰასან ვაითსაიდმა - 15 ქულა, 11 მოხსნა

„ფილადელფიას“ რიგებში ტრადიციულად ჯოელ ემბიდი გამოირჩა 23 ქულით. 21 ქულა ჩაიწერა აქტივში დარიო სარიჩმა.

32 მოგებითა და 29 მარცხით „მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები:

პორტლენდი - საკრამენტო 116 – 99

დენვერი - კლიპერსი 120 – 122

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები