„ყველამ ვიცით, რაც მოხდება“ - უიტეკერი დვალიშვილი VS სენდჰეგენზე
UFC-ის საშუალო წონის ექსჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლაზე ისაუბრა. ავსტრალიელი მებრძოლი მიიჩნევს, რომ „მანქანა“ ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს.
„მხოლოდ მე ვფიქრობ, რომ მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლაზე საკმარისს არ ვსაუბრობთ? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ჩხუბს სათანადო ყურადღება არ ეთმობა, არადა, ეს ძალიან კარგი ბრძოლა იქნება. ყველამ ვიცით, რაც მოხდება, მაგრამ მაინც - კარგი სანახაობა გველოდება. ჩემი აზრით, დვალიშვილი გაიმარჯვებს“.
 
რაც შეეხება UFC-ის ქვესაშუალო წონის მოქმედ ჩემპიონს, ჯეკ დელა მადალენას, მისი აზრით, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარს კორი სენდჰეგენი დაისაკუთრებს: „მისი ფეხების მოძრაობა მერაბს პრობლემებს შეუქმნის“.
 
 
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი-სენდჰეგენის ბრძოლა 5 ოქტომბერს გაიმართება და UFC 320-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. „მანქანა“ ჩემპიონის ტიტულს მესამედ დაიცავს, ხოლო კორი სენდჰეგენს კარიერაში მე-19 გამარჯვების მოპოვებას შეეცდება (მას 18 მოგება და 5 მარცხი აქვს.).