დვალიშვილი: თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებაზე სიამოვნებით ვიბრძოლებ
მერაბ დვალიშვილმა თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებაზე გამოსვლის სურვილის შესახებ ისაუბრა.
2026 წლის 4 ივლისს, თეთრ სახლში UFC-ის ისტორიული ღონისძიება უკვე ოფიციალურად არის დაანონსებული.
„სიამოვნებით გამოვიდოდი თეთრ სახლში გამართულ ტურნირზე. თუნდაც ეს ყველაზე პირველი ბრძოლა იყოს და საღამოს მთავარ ნაწილში არც შედიოდეს. ბედნიერი ვიქნები. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის, რადგან მესმის, რომ იქ ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი და ჯონ ჯონსიც იბრძოლებენ“,
– განაცხადა UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა Championship Rounds-თან საუბრისას.
უკვე ცნობილია, რომ UFC-ის ტურნირი თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე. აწონვის ცერემონია კი აბრაამ ლინკოლნის მემორიალის ფონზე ჩაივლის.
დვალიშვილი მომდევნო ტიტულის დასაცავ ბრძოლას 5 ოქტომბრის ღამეს გამართავს. კორი სენდჰაგენის წინააღმდეგ დაპირისპირება UFC 320-ზე შედგება.