გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ფროზინონემ მოიგო და ცხრილის სათავეშია | კვერნაძის არყოფნის მიზეზი ცნობილია

იტალიის სერია B-ს მე-5 ტურში „მანტოვა'' შინ „ფროზინონესთან'' 1-5 განადგურდა. ამ გამარჯვების შემდეგ მასიმილიანო ალვინის გუნდმა 11 ქულა დააგროვა, ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის ლიდერია, თუმცა ამდენივე ქულაა „პალერმოსა'' და „ჩეზენას'' აქტივში. მე-4 ადგილზეა „მოდენა'', რომელიც თუ მე-5 ტურის მატჩს მოიგებს, ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

გამარჯვებულთა სამატჩო განაცხადში გიორგი კვერნაძე არ იმყოფებოდა. კრისტალსპორტის ინფორმაციით, ფეხბურთელს ვირუსი შეეყარა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ამ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარა. ახლა თავს უკეთ გრძნობს და დიდი ალბათობით შემდეგ ტურში, 30 სექტემბერს უშუალო კონკურენტ „ჩეზენასთან’’ ითამაშებს.

სერია B-ს მიმდინარე სეზონში კვერნაძემ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა (3 სასტარტოში), იტალიის თასის ორ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო, პირველ ეტაპზე ქართველის გოლით „ფროზინონემ’’ „მონცა’’ გამოთიშა.

კვერნაძის გოლი „მონცასთან''

გასულ თვეში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი კვერნაძე ეროვნულ ნაკრებში მიიწვია. ეროვნულ ნაკრებში გიორგის სადებიუტო გამოძახება იყო, ფრანგ სპეციალისტს მარცხენა გარემარბისთვის სათამაშო დრო არ მიუცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საბას გასაზრდელად დროს ვაძლევთ“ - რუნიაიჩი გოგლიჩიძეზე
„საბას გასაზრდელად დროს ვაძლევთ“ - რუნიაიჩი გოგლიჩიძეზე