კარიმ ბენზემა, ჟოზე მოურინიო, ბენფიკა
Aa
Aa

ევროპაში დაბრუნდება? მოურინიო ბენზემას ესაუბრა - ქარიმი ამაზე ფიქრობს

37 წლის ქარიმ ბენზემამ შესაძლოა კარიერა ევროპაში გააგრძელოს.

Marca-ს ცნობით, „ბენფიკას” მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „ალ-იტიჰადის” ფრანგი ფორვარდით პირადად არის დაინტერესებული. პორტუგალიელი უკვე დაუკავშირდა ბენზემას.

ჟოზემ ბენზემას პირადად აუხსნა, თუ რა სურს მას და როგორია მისი ლისაბონური გეგმები.

წყაროს თანახმად, ქარიმი ევროპაში დაბრუნებას განიხილავს. თუმცა, რამდენად მოხერხდება მისი ტრანსფერის იანვარში განხორციელება ეს რთული სათქმელია.

ბენზემა „ალ-იტიჰადის” ლიდერია. ამ სეზონში უკვე 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გასულ წელს კი 33 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. მას კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს ძალაში.

ტრანსფერმარკტი ბენზემას 7 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები