გიორგი მიქაუტაძე, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

Marca: ინვესტიცია, რომელიც უკვე მატჩებს იგებს

„ინვესტიცია, რომელიც უკვე მატჩებს იგებს” - მადრიდული Marca „ვილიარეალის“ შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს და აქცენტს „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ახალწვეულებზე აკეთებს.

„ვილიარეალმა სეზონში პირველი გასვლითი გამარჯვება სევილიაში მოიპოვა და ზედიზედ მეორე გამარჯვება ლა ლიგაში. ექვსი მატჩის შემდეგ, ყვითლები მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩებიან. სეზონის წარმატებული დასაწყისი დიდწილად განპირობებულია მათი უახლესი შენაძენების გადამწყვეტი წვლილით, რომელთაგან ყველაზე საკვანძო სწორედ ბოლო მატჩში ვიხილეთ.

სევილიასთან მატჩში მიქაუტაძე და სოლომონი კვლავ გამოჩნდნენ პროტაგონისტებად, თუმცა უკვე საპირისპირო სხვა კუთხით. ოსასუნასთან სოლომონმა გაატანინა მიქაუტაძეს ამჯერად, ქართველმა გამარჯვების მომტანი გოლი ისრაელის წარმომადგენელს გაატანინა.

ყვითლების მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ მიქაუტაძე გამოარჩია და შეაქო:

„მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია. ადაპტაცია სწრაფად გაიარა, მაგრამ მას დრო მაინც სჭირდება. ჯერჯერობით ის  მეტოქეებსაც და გუნდელებსაც ეცნობა. ეს ბუნებრივი პროცესია - ფეხბურთელები ადამიანები არიან და არა მანქანები, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“.

შეგახსენებთ, რომ ვილიარეალი“ მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს საკუთარ კედლებში „ლა სერამიკაზე“ „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართავს. 1 ოქტომბერს კი ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

ცხელი ამბები