ნეიმარი
Aa
Aa

ბრაზილიელი ჟურნალისტი: “ნეიმარი სასმელს მიეძალა“

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი კვლავ ტრავმირებულია. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავისთვის მორიგი დაზიანება ემოციურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა და როგორც ჩანს, სასმელს მიეძალა.

ამის შესახებ, ბრაზილიელი ჟურნალისტი როდოლფო გომეში საუბრობს. მისი თქმით, ნეიმარი 2025 წელს ვერ ითამაშებს, რადგან მან ცხოვრების სტილი შეცვალა და ასე რეაბილიტაცია გაიწელება.

გომეში:

„ნეიმარი ვისკის მიეძალა და ასევე ენერგეტიკულ სასმელებს სვამს. ეწევა ჩილიმს და გამთენიისას 5 საათზე იძინებს.“

ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ჟურნალისტს ნეიმარის გარემოცვა დაუკავშირდა, სიცრუეში დაადანაშაულა და სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

აღსანიშნავია, რომ გომეშმა სიტყვები უკან არ წაიღო და განაცხადა: „მათ სრული უფლება აქვთ მიჩივლონ. მე ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავადასტურებ. ეს ყველაფერი ჟურნალისტურ გამოძიებას ეხება.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას და ბარკოლას იმედად? რა მდგომარეობაა პსჟ-ში ბარსასთან მატჩამდე
კვარას და ბარკოლას იმედად? რა მდგომარეობაა პსჟ-ში ბარსასთან მატჩამდე