ბენდელას თასის ფინალში იბერიამ დინამო დაამარცხა | ნომინაციებში გამარჯვებულები ცნობილია
ბენდელას თასის 2025 წლის გათამაშების ფინალში „იბერიამ’’ „დინამო’’ 1:0 დაამარცხა.
შეჯიბრება 2014 წელს დაბადებულებს შორის გაიმართა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლიდნენ.
საუკეთესო მეკარე - საბა ცხადაძე (იბერია)
საუკეთესო მცველი - ანდრია ახალაია (დინამო)
საუკეთესო ნახევარმცველი - ლუკა დგებუაძე (დინამო)
ბესო ხარძიანის სახელობის პრიზი, ტურნირის აღმოჩენა - ლაზარე შაინიძე (ვესტ ჯორჯია)
საუკეთესო თავდამსხმელი - ალექსანდრე ხუტინაევი (ვესტ ჯორჯია)
საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი არზიანი (იბერია)
საუკეთესო მწვრთნელი - ზურა არზიანი (იბერია)
ბენდელას თასის 2025 წლის გათამაშებაში 24 გუნდი მონაწილეობდა (13 - რეგიონი, 3 - უცხოური, 8 - თბილისური). წლეულს პირველად 24-მა გუნდმა იასპარეზა, აქამდე ტურნირი 16-გუნდიანი იყო.