ისლამ მახაჩევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„მისი პრესინგი წარმოუდგენელია“ - ვოლკანოვსკის მადალენას გამარჯვების სჯერა

ალექსანდრ ვოლკანოვსკი თვლის, რომ მისი თანამემამულე ჯეკ დელა მადალენა ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში ისლამ მახაჩევის დებიუტის გაფუჭებას შეძლებს.

„ჯეკის არდაფასება არ შეიძლება. ის ნამდვილი ნახევრადსაშუალო წონის მებრძოლია, ბელალი კი მოჭიდავე-გრეპლერი. და ნახეთ, როგორ გაუმკლავდა მას. ფეხზე დგომში ის ნამდვილი მხეცია. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის შემდეგ მისი თავდაჯერებულობა ჭიდაობაში და თეიქდაუნებისგან დაცვაში სრულიად ახალ დონეზე ავიდა.

ის ნამდვილი კოშმარი იქნება. იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლის წინ მასთან ერთად ვივარჯიშებ. აუცილებლად - რამეს მოვაწყობთ. ვიცი, რომ ისლამი ამ ბრძოლას მსუბუქად არ აღიქვამს, და სწორადაც იქცევა“,

– განაცხადა ავსტრალიელმა Submission Radio-სთან ინტერვიუში.

დელა მადალენამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მახაჩევის გათიშვას გეგმავს. ვოკანოვსკი ამ მოსაზრებას იზიარებს.

„ჯეკის კრივი და ის პრესინგი, რომელსაც ის ქმნის, უბრალოდ წარმოუდგენელია. მას ნამდვილად შეუძლია ვადაზე ადრე გამარჯვება. ისლამი შესანიშნავი მებრძოლია. მისი გადასვლა ნახევრადსაშუალო წონაში დივიზიონის ბევრისთვის კოშმარი გახდება, მაგრამ ვფიქრობ, DDM-ს (მადალენა) ეს შეუძლია“,

– დაამატა ქვემსუბუქ წონაში ორგანიზაციის მოქმედმა ჩემპიონმა.

ნახევრადსაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლა, რომელზეც ჯეკ დელა მადალენა დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გავა, 15 ნოემბერს ნიუ-იორკში UFC 322-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები