ნეიმარი
Aa
Aa

სკანდალი ბრაზილიაში - ნეიმარი ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის

რამდენიმე კვირის წინ ნეიმარი კიდევ ერთხელ დაშავდა და როგორც დეტალურმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ბრაზილიელ ვარსკვლავს სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ერთთვიანი მკურნალობა დასჭირდება. თუმცა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა როდოლფო გომეშმა სოციალური ქსელის საშუალებით ისეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომ „სანტოსის“ ლიდერის 2025 წელს დაბრუნება გამორიცხულია: „მას იმდენად ცუდი ცხოვრების წესი აქვს, ფეხბურთს წელს ვეღარ ითამაშებს. ნეიმარი ვისკიზე და ენერგეტიკულ სასმელებზეა დამოკიდებული, ჩილიმს ეწევა და დილის 4-5 საათზე იძინებს“ - განაცხადა მედიის წარმომადგენელმა, რის გამოც მას ფეხბურთელი სასამართლოში უჩივის. ამის თაობაზე ნეის მარკეტინგული გუნდის წარმომადგენლებმა ასეთი განცხადება გაავრცელეს:

„როდოლფო გომეშის მიერ სოციალურ მედიასა და მის პირად ბლოგში ნეიმართან დაკავშირებით გაკეთებული უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებების გათვალისწინებით, მივიღებთ ყველა სამართლებრივ ზომას და მას საკუთარ საქციელზე პასუხების გაცემა სასამართლოში მოუწევს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყალბი ამბების გავრცელება არამხოლოდ პირდაპირ ზიანს აყენებს სპორტსმენის იმიჯსა და რეპუტაციას, არამედ საზოგადოებაში მედიის ყველა წარმომადგენლის პროფესიონალიზმს ეჭვის ქვეშ აყენებს. გომეშის საქციელი უკანონოს გარდა, არაეთიკურიცაა“.

ცნობისათვის, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობები ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზეა დაფუძნებული და თუ საჭირო იქნება, სასამართლოში საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფლანგზე ვეღარ ითამაშებს, შემტევ ნახევარმცველად ან ფორვარდად ვხედავ“ - ანჩელოტი ნეიმარზე
„ფლანგზე ვეღარ ითამაშებს, შემტევ ნახევარმცველად ან ფორვარდად ვხედავ“ - ანჩელოტი ნეიმარზე