ნეიმარი
Aa
Aa

მინიმუმ ერთი თვე - ნეიმარის მორიგი ტრავმა

ნეიმარი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო მინიმუმ ერთ თვეს დაისვენებს. „სანტოსის“ სამედიცინო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ არის და ოპერაციას არ საჭიროებს, თუმცა კონსერვატორული წესით მკურნალობას ოთხი კვირა მაინც დასჭირდება. ამასთან ერთად იწერება იმის თაობაზე, რომ დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ბრაზილიელ ვარსკვლავს ხვალ ჩაუტარდება, რის შემდეგაც მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი დადგინდება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ნეიმარი „თევზებს“ ბრაზილიის ჩემპიონატის 5 შეხვედრაში ვერ დაეხმარება და გარდა ამისა, მისი იმედი ბრაზილიის ნაკრების დამრიგებელს კარლო ანჩელოტის 10 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს, სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან გასამართ სპარინგებშიც არ უნდა ჰქონდეს. „სანტოსში“ დაბრუნების შემდეგ ნეი განსაკუთრებული შედეგიანობით ვერ გამოირჩევა, რადგან მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 3 გოლი და 1 საგოლე პასია, თუმცა გუნდისთვის მაინც უმნიშვნელოვანეს ფიგურად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ სელესაოში ნეიმარი 2010 წლიდან ასპარეზობს და 128 შეხვედრაში გატანილი 79 გოლით ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიელმა ბიზნესმენმა ნეიმარს $1 მილიარდის ქონება უანდერძა | Goal.com
ბრაზილიელმა ბიზნესმენმა ნეიმარს $1 მილიარდის ქონება უანდერძა | Goal.com