დომენიკო ტედესკო, ფენერბაჰჩე
Aa
Aa

ფენერბაჰჩემ სექტემბრის დასაწყისში დანიშნული ტედესკო შეიძლება დაითხოვოს

თურქული „ფენერბაჰჩე“ მთავარი მწვრთნელის, დომენიკო ტედესკოს გათავისუფლებას განიხილავს.

გერმანელმა სპეციალისტმა გუნდი სექტემბრის დასაწყისში ჩაიბარა და ამ პოსტზე ჟოზე მოურინიო შეცვალა, მაგრამ მისმა გუნდმა ოთხ მატჩში, მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

ზაგრების „დინამოსთან“ (1:3) ევროპა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ, „ფენერბაჰჩეს“ ხელმძღვანელობამ, ახალი პრეზიდენტის, სადეთინ სარანის, მეთაურობით, დირექტორთა საბჭოს სხდომა გამართა.

როგორც Fotomaç-ი იტყობინება, კლუბი მწვრთნელს სიტუაციის გამოსასწორებლად სამ მატჩს აძლევს.

როგორც იწერება, თუ დომენიკო ტედესკო ამ სამივე თამაშს ვერ მოიგებს, ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის სპეციალისტი ბოლოს ბელგიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქის დაცვას აგიჟებს, ბურთთან ელიტარული შეხება აქვს, მასზე შეყვარებული ვარ...“
„მეტოქის დაცვას აგიჟებს, ბურთთან ელიტარული შეხება აქვს, მასზე შეყვარებული ვარ...“