„ეს ხუმრობაა - რაფინია მე-5 და ვიტინია მე-3?“ - რუნი ოქროს ბურთზე
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ 2025 წლის ოქროს ბურთზე ისაუბრა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა.
რუნი თვლის, რომ რაფინია აშკარად დაჩაგრეს, როცა მხოლოდ მე-5 ადგილზე გაიყვანეს. ინგლისელისთვის ბრაზილიელი შემტევი გასულ სეზონში საუკეთესო იყო.
„ეს ხუმრობაა, მართლა. როგორ მოხდა, რომ რაფინია მეხუთე ადგილზე გავიდა, ვიტინია კი მესამეზე?
ის გადამწყვეტ მომენტებში გუნდის ლიდერი იყო, თამაშობდა ვნებითა და გულით და გვჩუქნიდა ჯადოსნურ საღამოებს. თუ ეს არ იმსახურებს ოქროს ბურთს, აბა რა იმსახურებს? ჩემთვის ის ნომერ პირველია“.
- განაცხადა რუნიმ.
ოქროს ბურთის ათეულის მიმართ ბევრი ითქვა და დაიწერა. უმრავლესობა ყველაზე შეუსაბამოდ სწორედ რაფინიას მე-5 ადგილს თვლის.