„არ ვიცი, ფეხბურთის გარეშე როგორი ადამიანი ვიქნებოდი“ - დოკუმენტური ფილმი ხვიჩაზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სპეციალური დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რომელიც ოფიციალურ არხებზე გაავრცელა.
ფილმში მოთხრობილია ქართველი ფეხბურთელის პირველი ნაბიჯების, მშობლიურ წალენჯიხაში გატარებული პერიოდისა და სხვა საინტერესო ისტორიების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გასული სეზონის იანვარში გადავიდა და ფაქტობრივად ნახევარსეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.