ტაირონ ლუ: „კლივლენდი“ ზედმეტად პროგნოზირებადი გახდა
Aa
Aa

ტაირონ ლუ: „კლივლენდი“ ზედმეტად პროგნოზირებადი გახდა

„სან ანტონიოსთან“ საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხის შემდეგ „კლივლენდის“ მწვრთნელმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც შემადგენლობის ცვლილებამ მოიტანა. ჟურნალისტებთან საუბარში ლუმ აღნიშნა: „სპურსთან“ მატჩში ნათლად გამოჩნდა ის საკითხები, რომლებზეც გუნდმა აუცილებლად უნდა იმუშავოს. „კლივლენდის“ შეტევა ზედმეტად პროგნოზირებადია და მეორე ნახევარში ჩვენი ეს სისუსტე „სპურსმა“ იდეალურად გამოიყენა. ლებრონზე ორმაგი დაცვა და ზონების ჩაკეტვა ჩვენს შეტევით პოტენციალს სერიოზულ პრობლემებსს უქმნის, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლოსკენ "კლივლენდის" შეტევა ეფექტურთან ერთად მრავალფეროვანიც გახდება და ახალი კალათბურთელები უკეთ ჩაერთვებიან გუნდის სისტემაში. 

"კლივლენდი" მხოლოდ ლებრონი არაა, აუცილებელია ყველა მოთამაშესთვის გვქონდეს კონკრეტული კომბინაცია, რათა ნაკლები პრობლემა შეგვექმნას ძლიერი დაცვის მქონე გუნდებთან.

ლუმ განსაკუთრებული ყურადღება როდნი ჰუდზე და ჯორდან კლარკსონზე გაამახვილა: როდნი და ჯორდანი სათადარიგო ხუთეულის ლიდერები არიან, ჩვენ ვმუშაობთ ისეთი კომბინაციების შექმნაზე, რომლებიც შეტევით სქემაში ორივე კალათბურთელის პოტენციალს იდეალურად გამოიყენებს.

„კლივლენდმა“ გაცვლების შემდეგ ჩატარებული 7 შეხვედრიდან 5 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები