მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

„სამარცხვინოდ მოიქცა“ | სქოულზმა რაშფორდი გააკრიტიკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ, პოლ სქოულზმა მარკუს რაშფორდი გააკრიტიკა, რომელიც იჯარის წესით „ბარსელონაში“ ასპარეზობს. სქოულზმა რაშფორდის წასვლას სამარცხვინო უწოდა და საკუთარი მოსაზრება The Good, The Bad & The Football პოდკასტში დააფიქსირა.

„არანაირი ეჭვი არ არსებობს ნიჭზე, რომელიც ამ ბიჭს აქვს - უბრალოდ სიგიჟეა. მნიშვნელოვან შეხვედრაში თავი გამოიჩინა და მისი მეორე გოლი ბრწყინვალე იყო. მიუხედავად ამისა, მიჭირს მის გამო ბედნიერი ან კმაყოფილი ვიყო. მთავარი მიზეზი კი დამოკიდებულებაა, რომელიც იუნაიტედში მაშინ ჰქონდა, როდესაც გუნდიდან მიდიოდა.

ჩემი აზრით, სამარცხვინოა, რომ იმ დროს, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა და არც კი ცდილობდა. მესმის, რომ შესაძლოა, მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა გაგიფუჭდეს, მაგრამ თანაგუნდელებიც გყავს... 80 000 ადამიანი გყავს, რომლებიც შენს თამაშებზე დადიან და ყოველ კვირას მათ გამო მაინც უნდა გაიღო ძალისხმევა. რაშფორდს სამარცხვინო დამოკიდებულება ჰქონდა.“

შეგახსენებთ, რომ რაშფორდმა „ნიუკასლს“ დუბლი შეუსრულა და მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას ხუთშაბათს გამართავს. თბილისის დროით, 23:30-ზე „ბლაუგრანა“ „რეალ ოვიედოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წარმოუდგენელია, რომ უკვე ასე თამაშობს“ - Granada en Juego გაგნიძეზე
„წარმოუდგენელია, რომ უკვე ასე თამაშობს“ - Granada en Juego გაგნიძეზე