“ანორთოსისი კვლავ აღდგება“ - ქეცბაიამ გულშემატკივრებს მიმართა
როგორც მოგეხსენებათ, თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ფინანსურ პრობლემებშია. ამასთან დაკავშირებით, ქართველმა სპეციალისტმა განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს დახმარების მიმართა.
ქეცბაია:
„ჩვენი ისტორიული წარსულის შესახებ ფიქრით, აწმყოს პატივისცემით და უკეთესი და უფრო იმედიანი მომავლისკენ სწრაფვით მხარს ვუჭერთ ამ საქველმოქმედო ძალისხმევას. სირთულეების და განსაცდელების მიუხედავად, „ანორთოსისი“ კვლავ აღდგება და ისევ გაძლიერდება. ვაცხადებთ მზადყოფნას – „ანორთოსისისთვის“, ჩვენი ისტორიისთვის, ჩვენი მშვენიერი გულშემატკივრებისა და გუნდის სულისთვის“,
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ანორთოსისის ადმინისტრაციამ გულშემატკივრებს ფინანსური პრობლემების შესახებ აცნობა და ამას საოცარი რეაქცია მოყვა. 48 საათზე ნაკლებ დროში კლუბის მხარდამჭერებმა 100,000 ევრო შეაგროვეს.
„ანორთოსისის“ პრესსპიკერმა სტელა მარკუმ Sigma-სთან ექსკლუზიური განცხადებები გააკეთა, სადაც გუნდის მდგომარეობა ახსენა: „ფამაგუსტადან გამოდევნის და ლტოლვილთა კრიზისის შემდეგ „ანორთოსისს“ყველაზე რთული წელი დაუდგა. ფინანსურად მძიმე მდგომარეობაა. შეიქმნა პლატფორმა დაახლოებით 1 მილიონი ევროს შესაგროვებლად. ყველას შეეძლება 50 ევროს შეტანა“.