სანტიაგო კანისარესი
Aa
Aa

„მას ყოველდღე ვესაუბრები“ - კანისარესმა გარდაცვლილი შვილი გაიხსენა

სანტიაგო კანისარესის ცხოვრებისეული ტრაგედიის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. ესპანეთის ნაკრებისა და „ვალენსიას“ ყოფილი მეკარის შვილი 5 წლის სანტი 2018 წელს, ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ამ თემასთან დაკავშირებით ვეტერან ფეხბურთელს საუბარი არასოდეს უყვარდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ტრადიცია დაარღვია და შვილი ასე გაიხსენა:

„სანტი მუდამ განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეული ბავშვი იყო. მის ლექსიკონში იყო ისეთი სიტყვები, რომელიც მაბნევდა. სკოლისკენ პირველად სიხარულით წავიდა, მაგრამ როდესაც ჭიშკართან მივიდა, ცუდად გახდა და გაჩერდა. ეს მისი სამყარო არ აღმოჩნდა, უბრალოდ რაღაც მისიით იყო გამოგზავნილი და როდესაც შეასრულა, დაგვტოვა.

ვიცი, რომ სიკვდილი დასასრული არ არის, ამის მჯერა, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ჩემთან არის. როდესაც ცუდად ვარ, სანტის რჩევებს ვეკითხები და ის ყოველდღე მიჩვენებს იმ საუკეთესო გზას, რომლითაც უნდა ვიარო“.

ცნობისათვის, „რეალის“ შემადგენლობაში სანტიაგო კანისარესი ორჯერ ლა ლიგის, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. რაც შეეხება „ვალენსიაში“ მის მიღწევებს, ორჯერ ლა ლიგის, ორჯერ ესპანეთის სუპერთასის, თითოჯერ კი უეფას თასის და უეფას სუპერ თასის ოქროს მედლები მოიპოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
100 მატჩი ლა ლიგაში და რეკორდი | მამარდა ვალენსიას ისტორიაში შევიდა
100 მატჩი ლა ლიგაში და რეკორდი | მამარდა ვალენსიას ისტორიაში შევიდა