კრიშტიანუ რონალდუ, მოჰამედ სალაჰი, რაფაელ ბენიტესი
Aa
Aa

„სალაჰი რონალდუზე უკეთესია“ - ბენიტესის საფეხბურთო გემოვნება

რაფაელ ბენიტესის სამწვრთნელო კარიერა ბოლო წლებში ისე ნამდვილად ვერ განვითარდა, როგორც მისი დონის სპეციალისტს შეეფერებოდა. თუმცა, ესპანელი საფეხბურთო სამყაროში ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასთან ინტერვიუს ასაღებად სხვადასხვა სპორტული გამოცემის წარმომადგენლები ხშირად დადიან. ამჯერადაც ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე და ერთ შეკითხვაზე რაფას პასუხმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰს შორის საუკეთესოს არჩევა სთხოვეს, რაზეც ასეთი შეფასება მიიღეს:

„ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება და ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემი მოსაზრება მაქვს - შესაძლოა კრიშტიანუ საგოლე მომენტების რეალიზებით ყველას აღემატება, თუმცა მოჰამედ სალაჰი გაცილებით მრავალმხრივი ფეხბურთელია.

2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე „ლივერპულის“ ფანები ემოციების გარეშე ახლაც ვერ მესაუბრებიან. ბევრი მათგანი მეუბნება, რომ ეს საუკეთესო დღე იყო მათ ცხოვრებაში, რაზეც ვპასუხობ, რომ ფრთხილად იყვნენ, ამის შესახებ მათმა მეუღლეებმა არ გაიგონ. მაშინდელი გამარჯვება იმდენად მაგარი იყო, რომ ჩვენი სიდიადე თვით უეინ რუნიმაც აღიარა“.

ცნობისათვის, რაფაელ ბენიტესის სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო მომენტები „ლივერპულს“ უკავშირდება, რომელსაც 2004 წლის 16 ივნისიდან 2010 წლის 3 ივნისამდე ხელმძღვანელობდა და მისი მუშაობის პერიოდში ჩატარებული 350 მატჩიდან მერსისაიდელებმა 194 მოიგეს, 77 ფრედ დაასრულეს და 79 წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუიტი ბეწვზე გადაურჩა, სიბრაზე ბენიტესზე და მწეველი თანაგუნდელი - კრაუჩის უცნობი ისტორიები
კუიტი ბეწვზე გადაურჩა, სიბრაზე ბენიტესზე და მწეველი თანაგუნდელი - კრაუჩის უცნობი ისტორიები