სერხიო რამოსმა რეკორდი დაამყარა, თუმცა ნაკლებად საამაყო...
Aa
Aa

სერხიო რამოსმა რეკორდი დაამყარა, თუმცა ნაკლებად საამაყო...

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა მორიგი რეკორდი დაამყარა, ოღონდ ამჯერად ეს ნაკლებად საამაყოა.

რამოსის ხისტი სათამაშო სტილის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. სერხიომ წლევანდელი სეზონიც ჩვეულ სტილში დაიწყო და ყვითელ-წითელი ბარათებიც მრავლად მიიღო.

"ბლანკოსის" კაპიტანი ყვითელი და წითელი ბარათების მხრივ რეკორდსმენი გახდა.

ესპანელ ფეხბურთელს უკვე 398 ყვითელი და 41 წითელი ბარათი აქვს. იგულისხმება ყველა ტურინირი სადაც კი მას თავისი პროფესიონალური კარიერის მანძილზე უთამაშია.

რამოსი 31 წლის არის და კარიერის დასრულებას რა თქმა უნდა, ჯერ არ გეგმავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ხსენებული რიცხვი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები