ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლანსთან სათადარიგოთა სკამზე იქნება | ლუის ენრიკეს მდგომარეობა და გეგმები

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს გასულ პარასკევს ინციდენტი შეემთხვა. ესპანელი სპეციალისტი ველოსიპედიდან გადმოვარდა, ლავიწის ძვალი მოიტეხა და ოპერაცია დასჭირდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ენრიკე აპირებს, სამწვრთნელო საქმიანობაში მაქსიმალურად ჩაერთოს და გააკეთოს ყველაფერი, რის საშუალებასაც ორგანიზმი მისცემს. მის არყოფნაში გუნდს რაფელ პოლი უხელმძღვანელებს, რომელმაც პირველი ვარჯიში გუშინ უკვე გამართა.

Le Parisien დასძენს, რომ ესპანელი სპეციალისტი „პარი სენ-ჟერმენის“ მომდევნო შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან მიადევნებს თვალს. „ლანსთან“ მატჩში ენრიკე გუნდთან ერთად იქნება და სავარაუდოდ, „ატალანტასთანაც“ იგივე მოხდება. მომდევნო შეხვედრებში ესპანელი თავკაცი 19 ფეხბურთელის იმედად იქნება და აპირებს, როტაციას მიმართოს, რადგან უსმან დემბელემ და დეზირე დუემ ტრავმები მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო შეხვედრა 14 სექტემბერს ელის. თბილისის დროით, 19:15-ზე პარიზელები „ლანსს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 3 დღეში, ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტასთან“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვისაც რამე უნდა აქ ვარ“ | თოფურიამ კროუფორდის განცხადებას უპასუხა
„ვისაც რამე უნდა აქ ვარ“ | თოფურიამ კროუფორდის განცხადებას უპასუხა