ლამინ იამალი
Aa
Aa

დიდხანს ეძება და ვერ იპოვა | იამალმა თურქეთში პასპორტი დაკარგა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ესპანეთი თურქეთს დაუპირისპირდა. „ფურია როხამ“ სტუმრად ითამაშა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა თურქეთი 6:0 გაანადგურა და 6 ქულით E ჯგუფის პირველ ადგილს იკავებს.

მატჩის შემდეგ თურქულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Beyaz Futbol-ის ცნობით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავმა, ლამინ იამალმა პასპორტი დაკარგა და მას დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. სოციალურ ქსელებში ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ „ფურია როხას“ ავტობუსი დაყოვნდა, რადგან იამალი პასპორტს ეძებდა.

Beyaz Futbol-ის ინფორმაციით, იამალი გასახდელშიც დაბრუნდა, მაგრამ პასპორტი ვერ იპოვა. Radio Marca-ს ცნობით, აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, ლამინი ესპანეთში ჩავა და „ბარსელონას“ დროულად შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ „ბლაუგრანას“ მომდევნო შეხვედრა 14 სექტემბერს ელის. თბილისის დროით, 23:00-ზე ჰანსი ფლიკის გუნდი „ვალენსიას“ დაუპირისპირდება და არის ვარაუდი, რომ „კამპ ნოუზე“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაზე სერიოზული გამოცდა“ | მახაჩევი ამბობს, რომ ილია ცარუკიანს გაურბის
„ყველაზე სერიოზული გამოცდა“ | მახაჩევი ამბობს, რომ ილია ცარუკიანს გაურბის