ზურიკო დავითაშვილი, ნიკა გაგნიძე
Aa
Aa

„ძლიერი წვიმის მიუხედავად, სტადიონიდან არავინ წასულა“ - ზურიკო და გაგნიძე მატჩის შემდეგ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ნიკა გაგნიძემ და ზურიკო დავითაშვილმა განვლილი მატჩი შეაფასეს.

ნიკა გაგნიძე:

„გზა, რომელიც ეროვნულ ნაკრებამდე გავიარე, რთული და სასიამოვნო იყო. სასწაული ემოცია იყო, სასწაული განწყობა. 3 ქულის მოპოვება მახარებს. ეს მუხტი კლუბშიც გამყვება და დიდი იმედი მაქვს, რომ იქაც გამომადგება.“

ჩემი დავალება იყო, რომ ჩემი პლუსები გამომეყენებინა და შეტევაში მეტოქის საჯარიმოში ჩავრთულიყავი. ასევე, ჩემი დავალება მეტოქის კონტრშეტევების აღკვეთა იყო.“

მატჩის შემდეგ კაშიას ველაპარაკე და მან მითხრა, რომ დარწმუნებული იყო, რომ ეს ჩემი ოცნების ახდენა იყო, 100 პროცენტით ვეთანხმები.“

ზურიკო დავითაშვილი:

„კარგი მატჩი გამოვიდა, გავიმარჯვეთ, ყველა გახარებულია. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, კარგი გოლები გავიტანეთ. რაც თურქეთთან მატჩის შემდეგ გვსურდა, ეს ყველაფერი გავაკეთეთ.“

„გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. მით უმეტეს ასეთ წვიმაში... სიცივე არ იყო, მაგრამ ძალიან წვიმდა და სტადიონიდან არავინ მიდიოდა, პირიქით ჩვენს გვერდით იდგნენ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.“

„კალათბურთის ნაკრებს ისტორიულ გამარჯებას ვულოცავ. აქედან ჩვენ ვქომაგობთ, ყველა თამაშს ვუყურებთ და წარმატებებს ვუსურვებ.“

ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფში პირველი ქულები აიღო. 2 ტურის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ამ დროისთვის მეორე ადგილზე აღზევდა. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის დღეს, 22:45 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრებს, საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას ოქტომბერში გამართავს. 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი კვლავ სტუმრად, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ წარმომედგინა, რომ ერთ დღეს ნაკრებს ვუკაპიტნებდი“ - ხვიჩა მატჩის შემდეგ
„არ წარმომედგინა, რომ ერთ დღეს ნაკრებს ვუკაპიტნებდი“ - ხვიჩა მატჩის შემდეგ