კოტე ტუღუში
Aa
Aa

„კიდევ უფრო დიდი ისტორია უნდა დავწეროთ“ - ტუღუში ნაკრების მოგებაზე

უამრავ ქართველ გულშემატკივართან ერთად, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ფრანგებთან გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში დარბაზის ტრიბუნებიდან კოტე ტუღუში ამხნევებდა, რომლის მომზადებული „ქუთაისიც“ რიგაში შეკრებაზე იმყოფება და 20 სექტემბრამდე როგორც საქართველოს სუპერლიგისთვის, ასევე ევროტურნირის შეხვედრებისთვის მოემზადება. Crystalsport-თან საუბარში, ტუღუშმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და შიდა სამზარეულოს გადასარევად იცნობს, ფრანგებთან ისტორიული გამარჯვება შეაფასა და ფინელებთან თამაშზეც პროგნოზი გააკეთა.

რას ამბობს ტუღუში

როგორც მიმდინარე ევრობასკეტზე გამოჩნდა, საქართველოს ეროვნულ გუნდს გრანდებთან თამაში გაცილებით კარგად გამოსდის, რადგან ბიჭებს ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი აქვთ და საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ავლენენ. რის ხარჯზე მოვიგეთ? არავის მინდა დამსახურება დავუკარგო, რადგან ვინც ითამაშა, თავი გადადო და ამ მოგებაში ყველაფერი ბოლომდე ჩადო. თუმცა, უნდა აღვნიშნო თორნიკე შენგელიას და კამარ ბოლდუინის საოცარი ასპარეზობა, რომელთაც ტურნირის დაწყებამდე ტრავმები ახალი მორჩენილი ჰქონდათ და ფორმაში თამაშიდან თამაშამდე შევიდნენ.

რას ველოდები ფინელებთან დაპირისპირებიდან? ამ გუნდს შესარჩევ ეტაპზე შევხვდით და დავამარცხეთ. მართალია მაშინ სკანდინავიელებს ლიდერები აკლდათ, მაგრამ არც ჩვენ გვყავდა გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ფინეთის ნაკრები მსროლელი გუნდია და ასეთი ტიპის მეტოქესთან თამაში ყოველთვის გვიჭირს, მაგრამ ახლა უკვე შეუძლებელი აღარაფერია და კიდევ უფრო დიდი ისტორია უნდა დავწეროთ.

ცნობისათვის, ფინეთი-საქართველოს მეოთხედფინალური შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხალხი იძახდა, რომ აქ შემთხვევით მოვხვდით. ჩვენ აქ ვრჩებით!“ - ჯიკიჩი საფრანგეთთან გამარჯვებაზე
„ხალხი იძახდა, რომ აქ შემთხვევით მოვხვდით. ჩვენ აქ ვრჩებით!“ - ჯიკიჩი საფრანგეთთან გამარჯვებაზე