პსჟ-მ ასენსიო ფენერბაჰჩეს მიჰყიდა
მარკო ასენსიო „ფენერბაჰჩე“ გადავიდა.
თურქულმა კლუბმა „პარ სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. მხარეებმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების ოფციით.
RMC Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულებამ 15 მილიონი ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ასენსიომ გასული სეზონის ნახევარი „ასტონ ვილაში“ გაატარა. მან 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 20 მილიონი ევროა.